დავიწყოთ! ეს სურათებიანი ლექსიკონია თქვენს ენაზე.
თუმცა უპირატესობაც ბევრია.
იმიტომ რომ ხმამაღლა კითხვისას და მოყოლისას:
შეგიძლიათ ახლავე დაუწყოთ წაკითხვა.
ასე შეძლებთ ამორჩევას:
რომელ ენაზე მირჩევნია წავუკითხო? იმიტომ რომ ხმამაღლა წაკითხვა ყველა ენაზე კარგია! თქვენი ენა არ არის თარგმანებში? ეს სულაც არაა პრობლემა.
შეგიძლიათ უბრალოდ სურათები დაათვალიეროთ თქვენს შვილთან ერთად. თან კი საკუთრი ამბები მოიგონოთ.
ხმამაღლა წაკითხვა ყოველდღე შეიძლება!
ეს კი თქვენს შვილს განვითარებაში ეხმარება. საჭირო არ არის მთელი წიგნის ერთბაშად წაკითხვა. შეგიძლიათ მხოლოდ ცალკეული გვერდები წაუკითხოთ.
ბავშვს თავად გადააწყვეტინეთ: დღეს ეს გვერდი იყოს.
ელაპარაკეთ თქვენს შვილს!
შეიძლება კითხვისას გაგაწყვეტინოთ. ეს ცუდი არაა. ვინაიდან მოსმენილსა და სურათებზე საუბარიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, წიგნში არის აგრეთვე საძიებო შეკითხვები. მაშინ შეგიძლიათ თქვენს შვილთან ერთად სურათებზე იპოვოთ საძიებო ნივთები. მერე ამ ნივთის სახელიც თქვით. სულერთია, გერმანულად თუ სხვა ენაზე. შეგიძლიათ საკუთრი საძიებო-კითხვებით გამოიგონოთ. მაგალითად: „იპოვე წიგნში ყველა წითელი საგანი“.
არ არის საჭირო მსახიობი იყოთ!
ხმამაღლა კითხვისას მსახიობობა არ გჭირდებათ. თქვენს შვილს ისედაც ძალიან მოეწონება. ბავშვისთვის წაკითხვა უნდა გსიამოვნებდეთ. შეგიძლიათ ხან უფრო ხმამაღლა, ხანაც უფრო ხმადაბლა იკითხოთ. ანდა ხან უფრო ჩქარა, ხანაც უფრო ნელა. იმის მიხედვით, ამბავს როგორ უხდება.